ზედა წევა, სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ძირულის თემში (იმერეთის მხარე) იმერეთის მაღლობზე, მდ. ძირულის ხეობაში. ზ. დ. 580 მ, ზესტაფონიდან 14 კმ. 132 მცხ. (2002). სოფელშია XI ს. წმინდა გიორგის ეკლესია. გადაკეთებულია 1863. ეკლესიაში შემონახულია XVI–XVII სს. მოხატულობა, ლაპიდარული წარწერა.