ზედგენიძე გიორგი არტემის ძე

გ. ზედგენიძე

ზედგენიძე გიორგი არტემის ძე [21. II(6. III). 1902, თბილისი, – 24. VIII. 1994, მოსკოვი], რენტგენოლოგ-რადიოლოგი. რენტგენოლოგიისა და რადიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი სსრკ-ში. მედ. მეცნ. დოქტორი (1937), პროფესორი (1939), სსრკ მედ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1960). 1927 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი. თითქმის მთელი სიცოცხლე მსახურობდა რუსეთში. 1939–41 იყო სამხ.-საზღვაო სამედ. აკად., ხოლო 1941–59 – ლენინგრადის სამხ.-სამედ. აკად. რენტგენოლოგიის კათედრის უფროსი, 1958–73 – სსრკ მედ. მეცნ. აკადემიის სამედ. რადიოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დამაარსებელი და პირველი დირექტორი, 1973-იდან – მოსკოვის კლინ. და ექსპერ. ონკოლოგიური ცენტრის კონსულტანტი, 1958-იდან – ჟურნ. „მედიცინსკაია რადიოლოგიის” რედაქტორი. ზ-ს დამუშავებული აქვს მაიონიზებელი გამოსხივების ბიოლ. მოქმედების, სხივური თერაპიის, ავთვისებიანი სიმსივნეების, ძვლებისა და სახსრების, აგრეთვე კუჭ-ნაწლავის, ფილტვის დაავადების, ტრავმულ და სხვა დაზიანებათა რენტგენოდიაგნოსტიკის, რენტგენოლოგიური გამოკვლევის საკითხები. 1958-იდან იყო რენტგენოლოგ-რადიოლოგთა საკავშ. საზ-ბის თავ-რე (1979-იდან საპატიო თავ-რე), საფრანგეთის, გერმანიის, ჩეხოსლოვაკიის და ბულგარეთის რენტგენოლოგ-რადიოლოგთა საზ-ბებისა და მსოფლიოს რენტგენოლოგ-რადიოლოგთა ასოციაციის აღმასკომის წევრი. შექმნა რენტგენოლოგებისა და რადიობიოლოგების სკოლა სსრკ-ში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: Экспериментальные фиброзные дистрофии костей, Л.,1938; Рентгенодиагностика повреждений костей и суставов, 2 изд., М., 1944; Неотложная рентгенодиагностика, Л., 1957 (თანაავტ.: Л. Д. Линденбратен); Краткий курс рентгенологии и радиологии, М., 1963 (თანაავტ.: Л. Д. Линденбратен); Клиническая радиоизотопная диагностика, М., 1968; Рентгенологическое исследование лабораторных животных, М., 1970; Клиническая рентгенорадиология. Руководство в 5-ти томах, М., 1983–85.

რ. ვეფხვაძე