ზედგინიძე ირაკლი გიორგის ძე

ზედგინიძე ირაკლი გიორგის ძე (14. XI. 1940, თბილისი, – 1. I. 2011, იქვე), მეცნიერი ავტომატიკასა და გამოთვლითი ტექნიკის დარგში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1973), პროფესორი (1979), საქართვ. საინჟინრო აკად. ნამდვ. წევრი (2007), გაეროსთან არსებული ინფორმატიზაციის საერთაშ. აკად. წევრი (1994) და კავშირგაბმულობის საერთაშ. აკად. ნამდვილი წევრი (1997). 1963 დაამთავრა სპი-ის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექ. ფაკ-ტი. 1972-იდან გარდაცვალებამდე იყო სტუ-ის საზომი ტექ., ექსპერტიზისა და ხარისხის მენეჯმენტის კათედრის გამგე. ზ-ის კვლევები ეხება საზომი ექსპერიმენტის მათ. დაგეგმვის, პროდუქციის ხარისხის კონტროლისა და მართვის, მეტროლოგიის, სტანდარტიზაციისა და სერტიფიკაციის საკითხებს. შექმნა ექსპერიმენტის მათ. დაგეგმვის ქართ. სკოლა. ავტორია 9 მონოგრაფიისა და მრავალი სახელმძღვანელოსი.

თხზ.: ხარისხის მართვა, თბ., 2008 (თანაავტ. მ. ბალიაშვილი); Планирование эксперимента для исследования многокомпонентных систем, М., 1976.