„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები“

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები”, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერიოდული ორგანო. გამოდიოდა 1936–2005. ჰქონდა როგორც საბუნებისმეტყველო, ისე ჰუმანიტარულ მეცნ. სერიები. სხვადასხვა დროს ჟურნალის რედაქტორები იყვნენ გამოჩენილი ქართვ. მეცნიერები: ნ. კეცხოველი, ვ. კუპრაძე, დ. გვრიტიშვილი, შ. მესხია, ვ. თოფურია, ა. ბარამიძე, შ. ძიძიგური და სხვ.