ზევდგინიძე თაყა

ზევდგინიძე თაყა, XIV ს. 80–90-იანი წლების პოლიტიკური მოღვაწე, ქართლის მეფის გიორგი VII-ის თანამებრძოლი. თათართა წინააღმდეგ ერთ-ერთ ბრძოლაში დამარცხების შემდეგ გიორგიმ თავი სამცხეს შეაფარა. აქ მეფის წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყო. შეთქმულთა განზრახვა ზ-მ მეფეს შეატყობინა და შეთქმულების ღამეს თვითონ ჩაწვა მეფის საწოლში. შეთქმულებმა იგი დაჭრეს (ზოგიერთი ცნობით მოკლეს). ამ თავგანწირვისთვის გიორგი VII-მ ნასისხლად შიომღვიმე და სოფლები უბოძა. ვახუშტის მიხედვით, ეს ფაქტი XV ს-ში მოხდა, მეფისათვის თავდადებულ ზ-ს კი იოთამი ერქვა.

ლიტ. იხ. სტ-თან ზედგენიძეები.

მ. ქიქოძე