ზეთავი

ზეთავი, მთა თელავის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდ. სტორის (თუშეთის ალაზნის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. სიმაღლე 3099 მ. აგებულია ლიასური თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. მთის კალთები ციცაბოა, ზოგან ფრიალო კლდოვანი ფლატეებია. შემოსილია მთის მდელოს ნიადაგებზე განვითარებული სუბალპ. და ალპ. მდელოებით. ზეთის კურთხევა, მართლმადიდებელი ეკლესიის შვიდი საიდუმლოთაგან ერთ-ერთი, ძირითადად სრულდება ავადმყოფებისათვის. წმიდა წერილის მცნების მიხედვით, ნაკურთხ ზეთს სას. პირი შვიდჯერ წასცხებს დაავადებულს, რათა იგი განიკურნოს სულიერი და ხორციელი ვნებებისაგან. დიდი მარხვის პერიოდში ზეთის კურთხევა სრულდება ყველა მორწმუნესათვის.

ვ. კობახიძე