გრიშკევიჩი მარგარიტა ნიკონის ასული (5. VIII. 1917, პეტროგრადი, – 2003, იქვე), ბალეტის მსახიობი, პედაგოგი. საქართვ. დამს. არტისტი (1958).
1937 დაამთავრა ლენინგრადის ქორეოგრ. სასწავლებელი (პედ. ა. ვაგანოვა), 1940 – ამავე სასწავლებლის პედ. განყ-ბა (სპეც. დისციპლინების პედაგოგის სპეციალობით). 1937–40 იყო ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრის, ხოლო 1942-იდან – თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი.
მაღალი ოსტატობითა და არტისტიზმით შეასრულა კლასიკური რეპერტუარის მრავალი წამყვანი პარტია. 1948–92 იყო თბილ. ვ. ჭაბუკიანის სახ. ქორეოგრ. სასწავლებლის კლასიკური ცეკვის მასწავლებელი. მიწვეული იყო საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყანაში ბალეტის პედაგოგად (1963–64 – კუბაში, 1966–67 – ეგვიპტეში, 1971–72 – კოლუმბიაში).
ა. ჩხეიძე