ზეკარა

ზეკარა, უღელტეხილი ჯავის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთავარ ქედზე, მდ. ზეკარის (ქეშელთის მარჯვ. შენაკადი; ლიახვის სისტემა) სათავეში. სიმაღლე 3184 მ. ზ-ის კალთები აგებულია იურული ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით. ჩრდ. კალთა დაფარულია მუდმივი თოვლითა და ყინულით. მდ. ლიახვის ხეობას (საქართველო) აკავშირებს მდ. თერგის ხეობასთან (რუსეთის ფედერაცია).