ზემო ავჭალის სამარხი

ზემო ავჭალის სამარხი, ადრინდელი რკინის ხანის (ძვ. წ. XI–X სს.) ძეგლი. 1927 გაითხარა (გ. ნიორაძე) ორმოსამარხი, რ-შიც მჯდომარე პოზაში ქალი იყო დაკრძალული. აღმოჩნდა: ბრინჯაოს ბოლოკვეთილი მახვილი, ბეჭდები და ღილაკები, რკინის შუბისპირი და სატევარი, კერამ. დოქი, ლანგარი, ჯამი და 2 კოჭობი, სარდიონის, კვარცის და მინის მძივები. ნივთები დაცულია საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში.

ლიტ.: აბრამიშვილი რ., რკინის ათვისების საკითხისათვის აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე (ძვ. წ. XIV–VI სს.), «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1961, ტ. 22 B; ნიორაძე გ., ზემო ავჭალის სამარე, იქვე, 1930, ტ. 6; ფიცხელაური კ., აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV–VII სს.), თბ., 1973.

ი. გაგოშიძე