გრიცაი კონსტანტინე ვლადიმერის ძე

გრიცაი კონსტანტინე ვლადიმერის ძე (14. VII. 1901, ეკატერინოდარი, ახლანდ. ქ. კრასნოდარი, – 14. V. 1980, თბილისი), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1971).

დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1929, ფერწერის განხრით), საქართვ. საინჟ.-სამშ. ინ-ტი (1932, არქიტ. განხრით). სხვადასხვა დროს მუშაობდა – „საქსახპროექტში", „სოიუზგიპროტორგის" ამიერკავკ. თბილისის ფილიალში და სხვ.

მისი ავტორობითა და მონაწილეობით შექმნილი ინდივიდ. და ტიპური პროექტებით აგებულია სამრეწველო, საცხოვრებელი, საკურორტო, სავაჭრო ნაგებობები ზუგდიდში, წყალტუბოში და სხვ. მონაწილეობდა სამრეწვ. ცენტრებისა და საბჭ. მეურნეობების დასახლებების პროექტირებასა და განაშენიანებაში.

1943–49 მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში" არქიტექტორ-მხატვრად, არქიტ. დეკორაციების შექმნასა და გაანგარიშებაზე (ფილმები „გიორგი სააკაძე", II სერია, „ჯურღაის ფარი", „პოეტის აკვანი", „დავით გურამიშვილი" და სხვ.).

მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ს. კინწურაშვილი