ზემო ბარი

ზემო ბარი, სოფელი ონის მუნიციპალიტეტში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე), რაჭის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ბარულის (რიონის მარცხ. შენაკადი) ნაპირზე. ბარის თემის ცენტრი (სოფლები: ზ. ბ., სამთისი, ქვემო ბარი). ზ. დ. 1200 მ, ონიდან 25 კმ. 79 მცხ. (2002). სოფელში შემორჩენილია გვიანდ. ფეოდ. ხანის მთავარანგელოზთა ერთნავიანი ეკლესია ფრესკული მოხატულობით. იხ. აგრეთვე სტ. ბარი.