ზემო ბოდბე

ზემო ბოდბე, სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბოდბის თემში (კახეთის მხარე), გომბორის ქედის სამხრ.-აღმ. დაბოლოებაზე. ზ. დ. 840 მ, სიღნაღიდან 7 კმ, წნორიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 9 კმ. 739 მცხ. (2002). სოფლის შუაში ყოფილა დიდი ეკლესია, რ-საც ადგილ. მოსახლეობა „სვეტიცხოველს“ უწოდებდა. ეს ეკლესია ამჟამად დანგრეულია. სოფლის ჩრდ-ით, დაახლ. 1 კმ-ზე, მდებარეობს ადგილი „საგინაანი“. აქ ძველი ნასახლარია. აქვე მდგარა ღვთისმშობლის ეკლესია. დღეს ამ ნაგებობის ნიშანკვალიც აღარ ჩანს. ზ. ბ-ის აღმ-ით, დაახლ. 1,5 კმ-ზე, მდებარეობს ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევი, რ-საც „ფერისცვალებას“ უწოდებენ. ამჟამად ამ ნაგებობის მხოლოდ საკურთხეველი, ჩრდ. კედელი და სახურავის მცირე ნაწილია შემორჩენილი. ადგილს, სადაც ეკლესია დგას „ბოხორი“ ეწოდება. შესაძლოა აქ ცალკე პუნქტი – ნასოფლარი იყო. ~

თ. ტატიშვილი