ზემო ბოლი

ზემო ბოლი, სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), მდ. ქსნის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 880 მ, ახალგორიდან 1 კმ. 212 მცხ. (2002). სოფელში მიკვლეულია ძვ. ქვის ხანის (პალეოლითის) ადამიანის ნამოსახლარი. შემორჩენილია ფეოდ. ხანის ციხისა და ეკლესიის ნანგრევები. იხ. აგრეთვე სტ. ბოლი.

ჯ. გვასალია