ზემო დოდოთი, სოფელი ქურთის მუნიციპალიტეტის ხეთაგუროვის თემში (შიდა ქართლის მხარე), მდ. წუნარისხევის (აღმოსავლეთის ფრონის მარცხ. შენაკადი) ზემოწელში. ზ. დ. 1160 მ, ქურთიდან 12 კმ. 57 მცხ. (1989). სოფლის თავში, მთის ფერდობზე, შემორჩენილია ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლის დოდოთის ცხრაკარის ნანგრევები.