ზემო ერკეთი, სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში (გურიის მხარე), სუფსის ვაკეზე, მდ. სუფსის მარცხ. მხარეს. ერკეთის თემის ცენტრი (სოფლები: ზ. ე., ზემო ონჭიკეთი, ქვემო ერკეთი, ქვემო ონჭიკეთი, შუბანი). ზ. დ. 200 მ, ჩოხატაურიდან 10 კმ. 238 მცხ. (2002). სოფლის მახლობლად, მდ. გუბაზეულის მარჯვ. მხარეს, გორაკზე დგას მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების (განვითარებული შუა საუკუნეები) ერთნავიანი ეკლესია. აქვს 3 კარიბჭე. შიგნით XVII–XVIII სს. მოხატულობაა. არის წარწერებიც. იხ. აგრეთვე სტ. ერკეთი.
ლიტ.: ბაქრაძე დ., არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათ., 1987.