ზემო ზონკარი, სოფელი ერედვის მუნიციპალიტეტის ბელოთის თემში (შიდა ქართლის მხარე), მდ. პატარა ლიახვის (ლიახვის მარცხ. შენაკადი) ნაპირას. ზ. დ. 1250 მ, ერედვიდან 17 კმ. 41 მცხ. (2002). სოფლის დას-ით, დაახლ. 300 მ-ზე, დგას ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესია, რ-იც სტილისტიკური ნიშნებით VIII–X სს. ძეგლების მსგავსია. ეკლესიის აღმ-ით, მთის ფერდობზე, ადრინდ. ფეოდ. ხანის ზურგიანი კოშკია.
ლიტ.: გვასალია ჯ., პატარა ლიახვის ხეობის ისტორიული ძეგლები, «ძეგლის მეგობარი», 1976–77, №43–44.