ზემო იმერეთი

ზემო იმერეთი, იმერეთის აღმოსავლეთი მთაგორიანი ნაწილი. იგივეა, რაც ზემო მხარი (იხ. ზემო ქვეყანა). წერილობით წყაროებში XVIII ს. 80-იან წლებიდან არის დამოწმებული. თავიდანვე ზ. ი. გეოგრ. ტერმინი იყო. დღეისათვის ზ. ი. მიჩნეულია დას. საქართველოს ერთიან ეკონ. რეგიონად, რ-შიც შედის საჩხერის, ზესტაფონის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტებისა და ქ. ჭიათურის ტერიტორია.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

თ. ბერაძე