ზემო კრიხი

ზემო კრიხი, სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის იწის თემში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე), რაჭის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. კრიხულის (რიონის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 920 მ, ამბროლაურიდან 5 კმ. 36 მცხ. (2002). სოფლის განაპირას აღმართული იყო X ს. ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – მთავარანგელოზთა ეკლესია (დაინგრა 1991 წლის 29 აპრ. მიწისძვრის შედეგად). აღდგენილია 2008–09.