გრუზინსკები, 1. ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის შთამომავალ ბაგრატიონთა მიერ რუსეთში მიღებული ტიტული, რ-იც შემდეგ მისი მფლობელების გვარად იქცა. ისინი სარგებლობდნენ რუს. იმპერიის თავადის („Князь") უფლებებით; 2. რუს. იმპერიის სახელმწიფო საბჭოს 1833 წ. 25 აპრ. გადაწყვეტილებით, ქართლ-კახეთის მეფეების ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის შთამომავალი ბაგრატიონებისათვის მინიჭებული ტიტული, რ-იც მისი მფლობელების გვარად იქცა. სახელმწ. საბჭოს 1865 წ. 20 ივნ. გადაწყვეტილებით, ისინი სარგებლობდნენ რუს. იმპერიის „უგანათლებულესი თავადის" („Светлейший князь") უფლებებით. ეს ტიტული აღემატებოდა თავადის ტიტულს.
ლიტ.: გ ო ნ ი კ ი შ ვ ი ლ ი მ., ბაგრატიონთა დასახლება და მოღვაწეობა რუსეთში, თბ., 1986; Джавахишвили Н., Грузины под российским флагом (Грузинские военные и государственные деятели на службе России в 1703–1917 гг.), Тб., 2003.
ნ. ჯავახიშვილი