ზემო მლეთა

ზემო მლეთა, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), ალევის ქედის აღმ. კალთაზე, მდ. მთიულეთის არაგვის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1550 მ, დუშეთიდან 70 კმ. 176 მცხ. (2002). სოფელში შემონახულია ქართ. ხუროთმოძღვრული ძეგლები: შუა საუკუნეების კვირაცხოვლის დარბაზული ეკლესია და ზურგიანი კოშკი, რ-იც, როგორც ჩანს, XVI–XVII სს-ში აუგიათ. კოშკი სოფლის თავში მთის ფერდობზე დგას. მის გარშემო ნასოფლარია. სოფლის ჩრდ-ით 300 მ-ზე, ძვ. სასაფლაოზე დგას გვიანდ. შუა საუკუნეების ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია.

ლიტ.: ბერიძე ვ., XVI–XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1983; ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, თბ., 1988.