ზემო ნიჩბისი

ზემო ნიჩბისი, სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტის ნიჩბისის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ნიჩბისისწყლის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 900 მ, მცხეთიდან 23 კმ, ძეგვიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 12 კმ. 237 მცხ. (2002). სოფლის მახლობლად, ჩრდ-ით, ტყეში დგას შუა საუკუნეების ერთნავიანი ეკლესია. სოფლის სამხრ-ით 2 კმ-ზე, ერთსაფეხურიან ბაქანზე აღმართულია ვანთების IX–X სს. სამეკლესიიანი ბაზილიკა. ზ. ნ-ის მახლობლად არის აგრეთვე არქეოლ. ძეგლი, სამაროვანი.