ზემო ოსიაური, სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის მხარე), დოღლაურის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დას. ნაწილი), მდ. სურამულის (მტკვრის აუზი) მარცხ. ნაპირას. ოსიაურის თემის ცენტრი (სოფლები: ზ. ო., ახალსოფელი, ქვემო ოსიაური). ზ. დ. 680 მ, ხაშურიდან 3 კმ. 1,4 ათ. მცხ. (2002). სოფლის აღმ. ნაწილში დგას გვიანდ. შუა საუკუნეების ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი ზღუდერის წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესია. ნაგებია ნატეხი ქვით. ეკლესიის მახლობლად დაახლ. 8 მ-ზე დგას ქვიშაქვის კვადრებით ნაგები სამრეკლო, რ-იც აღმ-ით და დას-ით თაღებითაა გახსნილი. სოფლის ცენტრში შემონახულია XVII–XVIII სს. ციხე, რ-ის გალავნის ოთხივე კუთხეში თითო კოშკია ჩადგმული.