ზემო როკა

ზემო როკა, სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტის როკის თემში (შიდა ქართლის მხარე), კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ლიახვის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1800 მ, ჯავიდან 34 კმ. 93 მცხ. (1989). ზ. რ-ზე გადის გზა როკის უღელტეხილისაკენ, რ-იც შიდა ქართლს ჩრდ. კავკასიასთან აკავშირებს. ზ. რ. წყაროებში („ძეგლი ერისთავთა”) პირველად XIV ს-ში იხსენიება. სოფელში შემორჩენილია გვიანდ. შუა საუკუნეების გეგმით ოთხკუთხა კოშკების ნანგრევები.