ზემო უბანი, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის ლაფანაანთკარის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), მდ. აბანოსხევის (არაგვის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1160 მ, დუშეთიდან 20 კმ. 9 მცხ. (2002). სოფლის სამხრ.-აღმ-ით დგას შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია. კედლების ნაწილი დანგრეულია და მინაშენების მხოლოდ კვალი შეიმჩნევა.