გრუშეცკი კონსტანტინე სტანისლავის ძე (7. XI. 1917, თბილისი, – 2000, რუსთავი), ინჟინერი ელექტროტექნიკის დარგში. წარმოშობით უკრაინელი.
მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ელექტროტექ. ფაკ-ტის დამთავრების შემდეგ (1951) მუშაობა დაიწყო ამიერკავკ. მეტალ. ქ-ნაში მილდამამზადებელი საამქროს მორიგე ელექტრიკოსად, 1957-იდან იყო ამავე ქ-ნის საგლინი საამქროს უფროსის თანაშემწე.
მილსაგლინ აგრეგატ „400"-ის მექანიზაციისა და ავტომატიზაციისათვის სპეციალისტების ჯგუფთან ერთად მიენიჭა ლენინური პრემია (1962).
მიღებული აქვს სახელმწიფო, მ. შ. საბრძოლო ჯილდოები.