ზემო ქვალონი (1990-მდე ალიონი), სოფელი ხობის მუნიციპალიტეტში (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე), ოდიშის დაბლობზე, მდ. ხობის მარცხ. მხარეს, ხობი–სენაკის საავტ. გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: ზ. ქ., საალანიო-საფაჩულიო, სახოჭოლავო). ზ. დ. 15 მ, ხობიდან 12 კმ. 205 მცხ. (2002).