„ენისელი“

„ენისელი”, ქართული სამარკო ბრენდი (კონიაკი). მზადდება 12–15 წლის განმავლობაში მუხის კასრში ან მუხის ტკეჩზე დაძველებული ღვინის სპირტისაგან, რ-იც მიიღება ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების – გრემის, შილდის, საბუესა და ენისელის მიკრორაიონებში მოწეული თეთრი ყურძნის (რქაწითელი) გადამუშავებით მიღებული ღვინომასალის გამოხდით. შეიცავს 40% (მოცულობის) სპირტს, 0,7% შაქარს. ხასიათდება მუქი ოქროსფერით, მუხის, ვანილისა და შოკოლადის გამოკვეთილი ტონების მქონე ბუკეტით, ნაზი, ჰარმონიული სასიამოვნო გემოთი. „ე-ს” 1946-იდან უშვებს სააქციო საზ-ბა „სარაჯიშვილი” (ყოფ. თბილისის კონიაკის ქ-ნა). მოგვიანებით მისი ჩამოსხმა დაიწყეს სააქციო საზ-ბამ „ვაზიანმა” და კორპორაცია „ქინძმარაულმა”. „ე-ის” ტექნოლოგია ეკუთვნის ვ. ციციშვილს. „ე-ს” 1955–2011 სხვადასხვა საერთაშ. გამოფენასა და კონკურსზე მიღებული აქვს 24 ოქროს, 7 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი, 1 გრან-პრი (1999, იალტა).