ზემო ქუტირი, ისტ. სოფელი იმერეთის სამეფოში. 1545 ზ. ქ. ბაგრატ III იმერთა მეფემ გელათის წმ. გიორგის საყდარს შესწირა „ხელშეუცვლელად... თჳნიერ ნადირობისა”. ზ. ქ-ის ციხისთავ ღოღობერიძის ეული მოსახლე 2 კომლი ფეტუშნელიძე, სხვა გლეხთან ერთად, მეფემ „ნაშვილობით” მიიღო ღოღობერიძის „უშვილოდ გარდახდომის“ გამო. ზ. ქ. გვიანი შუა საუკუნეების ადმ.-ტერიტ. დაყოფით იმერეთის სამეფოს ქვემო მხარის სადროშოს შემადგენლობაში შედიოდა, XIX ს-ში – ქუთაისის გუბ. ქუთაისის მაზრის ხონის საპოლიციო უბნის ღანირის სასოფლო საზ-ბაში; 1930, მაზრების გაუქმების შემდეგ, კი ზ. ქ. ხონის რაიონში შევიდა.
წყარო: მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის, წგ. 1, თბ., 1964; საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 12, საბ. 51.
ზ. ცინცაძე