ზღუდრობა, რელიგიური ხალხური დღესასწაული. იმართებოდა აღდგომიდან მე-4 კვირას კოტეხში (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) და მე-5 კვირას – ცხინვალში. ცხინვალის ზღუდრის წმ. გიორგის კარზე ძველად მსხვერპლშეწირვა და ღამისთევაც სცოდნიათ.
ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1).
გ. ჯალაბაძე