ენჭო

ენჭო, მთა კახეთის კავკასიონზე, მდინარეების საბაკუნისხევისა (ანდის ყოისუს აუზი) და ხისოსწყლის (თუშეთის ალაზნის მარჯვ. შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე 3304 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. კალთებზე ალპ. მცენარეულობაა.