ზემო ჯავა

ზემო ჯავა, ისტორიული სოფელი ქართლში. იხსენიება XVII ს. I ნახევრის ერთ საბუთში, სადაც აღნიშნულია, რომ ზ. ჯ-ის მოსახლეობა „ამოწყდა და დაუკაცურდა ოსთაგან”. ეს სოფელი უნდა იყოს ვახუშტი ბაგრატიონთან მოხსენიებული „პატარა ჯავა” და 1865 თბილ. გუბერნიის თემთა აღწერილობის „ჯავისთავი”.

წყარო: დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან, [ტ.] 1, თბ., 1940; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა (საქართველოს გეოგრაფია), თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941.

ჯ. გვასალია