ზემო წორბისი, სოფელი თიღვის მუნიციპალიტეტის ყორნისის თემში (შიდა ქართლის მხარე), აღმოსავლეთის ფრონის (მტკვრის მარცხ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 980 მ, თიღვიდან 16 კმ. 107 მცხ. (1989). სოფლის მახლობლად შემორჩენილია კოშკები, დიდი სამონასტრო კომპლექსის ნანგრევები. იხ. აგრეთვე სტ. წორბისი.