ზემო ხვედურეთი

ზემო ხვედურეთი, სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის მხარე), მტკვრის შუა ხეობის ვაკეზე, მდ. ხვედრულის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. თემის ცენტრი (სოფლები: ზ. ხ., თრეხვი, მეხეთი, ტყემალა, ქვემო ხვედურეთი, ქვენაფლავი, ღვლევი, ჭანდრები, ხეობა). ზ. დ. 680 მ, ქარელიდან 6 კმ. 1,5 ათ. მცხ. (2002). სოფლის სამხრ-ით დაახლ. 1,5 კმ-ზე, მთის ფერდობზე წმ. გიორგის დარბაზული ეკლესიაა. მას სამხრ-ით მინაშენი ჰქონია. სტილისტური ნიშნებით ეკლესია თარიღდება გვიანდ. შუა საუკუნეებით. აღმ. ფასადის წყობაში სარკმლის თავზე ჩასმულია მწვანე ქვიშაქვის ორნამენტირებული ფრაგმენტი – კვადრატულ ბაზისზე დაყრდნობილი შეწყვილებული ლილვები (თარიღდება XI ს-ით). ზ. ხ-ში ციციაანთ ეკლესიიდან თითქმის აღარაფერია შემორჩენილი.

იხ. აგრეთვე სტ. ხვედურეთი.

ჯ. გვასალია