ზენონ იყალთოელი

ზენონ იყალთოელი, ერთ-ერთი ასურელი მამა, რ-იც VI ს. შუა წლებში ჩამოვიდა ანტიოქიიდან საქართველოში თავის მასწავლებელ იოანე ზედაზნელთან ერთად. ცხოვრობდა თავდაპირველად ზედაზნის, შემდეგ კი თავისსავე დაარსებულ იყალთოს მონასტერში. დასაფლავებულია იქვე. ზ. ი-ის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო კახეთში ქრისტ. ეკლესიის განმტკიცებას. მისი ცხოვრების ამსახველი თხზულება შემონახული არ არის. ზ. ი. იხსენიება იოანე ზედაზნელის ცხოვრებაში. შერაცხულია წმინდანად და მოიხსენიება 7 (20) მაისს ასურელ მამათა შორის.

ლიტ. იხ. სტ-თან იოანე ზედაზნელი.

ბ. ლომინაძე