ზეპური

ზეპური, საზოგადოების მაღალი ფენა ქართლის (იბერიის) სამეფოში. დამოწმებულია „შუშანიკის მარტვილობაში”. ქვემო ქართლში იმ დიდ აზნაურთა სახლისშვილებს ეწოდებოდათ, რ-ებიც უფლისწულებზე იყვნენ დამოკიდებული.

ა. ბოგვერაძე