ზესკნელი

ზესკნელი, უძველესი ქართული მითოლოგიური წარმოდგენით სამყაროს ერთ-ერთი ნაწილი (იხ. გარესკნელი, ქვესკნელი). ფანტასტიკური ზღაპრის პერსონაჟები ზ-შიც ისევე თავისუფლად მოქმედებენ, როგორც დედამიწაზე. ზღაპრული გმირი ზ-ში მკვდრის მაცოცხლებელი წყლის – მზის პირის ნაბანის – მოსაპოვებლად მიდის და მიზანსაც აღწევს. ხალხ. რწმენით ზ. ღვთისა და ზებუნებრივ არსებათა ადგილსამყოფელია.

ლიტ.: შენგელაია დ., სამი სკნელი, თხზულებანი, ტ. 2, თბ., 1960.

ნ. შამანაძე