ეპიგრაფი

ეპიგრაფი (ბერძნ.epigraphē – წარწერა), ციტატა, ანდაზა, აფორიზმი და მისთანანი, რომლებიც თხზულებას ან მის ცალკეულ ნაწილს აქვს წამძღვარებული. მისი დანიშნულებაა მკითხველს ყურადღება გაუმახვილოს ნაწარმოების ან მისი ნაწილის დედააზრზე, ავტორისეულ ჩანაფიქრზე. ე-ს ხშირად იყენებდა ი. ჭავჭავაძე, მაგ., „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო" („კაცია-ადამიანი?!") ან „რა ქნას კარგმა მონარდემა, დროზე შაში თუ არ მოვა" („გლახის ნაამბობი"). ე. ახლავს მ. ჯავახიშვილის „არსენა მარაბდელის" ყველა თავს.

ნ. ალანია