ზესხო, მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარჯვ. შენაკადი. სიგრძე 19 კმ. სათავე აქვს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. კალთაზე, შარივცეკის უღელტეხილის დას-ით 2780 მ სიმაღლეზე. მარჯვნიდან ერთვის მდ. ყორულდაში. საზრდოობს მყინვარის, თოვლის, მიწისქვეშა და წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულში, წყალმცირეა ზამთარში. საშ. წლ. ხარჯი 7,65მ³/წმ.
ი. აფხაზავა