ზესხო (ყოფ. ზერია), სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტის ცანის თემში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე), სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ზესხოს (ცხენისწყლის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 1800 მ, ლენტეხიდან 62 კმ. 29 მცხ. (2002).