ზვარეთი, სოფელი ონის მუნიციპალიტეტის კვაშხიეთის თემში (რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე), რაჭის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ხეორის (რიონის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 1160 მ, ონიდან 14 კმ. 14 მცხ. (2002). წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII ს-ში.