ზილგახოხი, მწვერვალი კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარეების სბისა და ჭელიათისწყლის (ლიახვის აუზი) სათავეებს შორის. სიმაღლე 3857 მ. აგებულია ზედაიურულ-ვალანჟინური მერგელებით, კირქვებით, კონგლომერატებით, თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით. კალთები ციცაბოა, დამახასიათებელია სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტი. მწვერვალზე 1852 ავიდა რუსი გეოდეზისტი, წარმოშობით პოლონელი, გენ.-ლ. ი. ხოძკო.
მ. უთმელიძე