ეპიტაფია

ეპიტაფია (ბერძნ. epitaphios<... epi-ზე და taphos – საფლავი), ძვ. საბერძნეთში – საფლავზე წარმოთქმული სიტყვა, მოგვიანებით კი – წარწერა საფლავის ქვაზე. ძვ. ქართ. პოეზიის ჟანრი; საფლავის ქვაზე წარწერილი მიცვალებულის მოსაგონარი ლირ. ლექსი, აგრეთვე ე-ის სახით შეთხზული ლექსი, რ-იც ისტ. პირის ან თვით ავტორის ცხოვრებას, ხვედრს, ღვაწლს ახასიათებს. მაგ., ხალხური თამარ მეფის ეპიტაფია, არსენ იყალთოელის დავით აღმაშენებლის ეპიტაფია, დ. გურამიშვილის საფლავის ქვაზე დასაწერი და სხვ. სოც. შინაარსისაა ა. წერეთლის ეპიტაფია, ი. ჭავჭავაძის ხმა სამარიდამ.

გ. მიქაძე