ზილჩის სერი, სერი ივრის ზეგნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეზე, მდ. ალაზნის ხეობას გამოყოფს დიდი შირაქის ვაკე-ტაფობისაგან. უმაღლესი ადგილია მთა ზილჩა (846 მ). აგებულია მესამეულის კონგლომერატებით, თიხებითა და ქვიშაქვებით. სერის აღმ. კალთა დაღარულია მშრალი ხევებით და ციცაბოდ ეშვება ალაზნისკენ, სამხრეთი კი თანდათან გადადის ჯეირანთველის ტაფობში. რელიეფისათვის დამახასიათებელია ბედლენდები და ეოლური ფორმები. სერზე აქა-იქ ნათელი ტყეებია, უმეტესად ღვიანები.
დ. უკლება