ზოდეხი

ზოდეხი, სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტის ცხრაძმის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), ალევის ქედის დას. კალთაზე, მდ. ცხრაძმულის (ქსნის მარცხ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 1600 მ, ახალგორიდან 26 კმ. 5 მცხ. (2002).

ზ. პირველად იხსენიება 1459 სამთავისის საეპისკოპოსოს სამწყსოს წიგნში. შუა საუკუნეებში იგი შედიოდა ქსნის საერისთავოში. ზ-ში დგას წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია (VIII–IX სს.). 1865 ზ. თავისი 10 ქართვ. კომლით ქსნის უბნის დაბაკნეთის სასოფლო თემში შედიოდა.

ჯ. გვასალია