ზოდი, ისტორიული სოფელი ახლანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. სოფლის ტერიტორიაზე ნაპოვნია (1964–65) ძვ. წ. XI–VIII სს. ბრინჯაოს ცულები. ერთი – ქორიძისეული III სახეობის კოლხური ცულია, რ-საც თითქმის სიმეტრიული ორფრთიანი პირი და მახვილი ყუა აქვს, მეორეს (IV სახეობა) აქვს ცალფრთიანი პირი და სწორი შუბლი. დაცულია ჩოხატაურის მუზეუმში.
ლიტ.: რამიშვილი ა., კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, ბათ., 1974.
ა. რამიშვილი