ეპოპეა (ბერძნ. epopoiïa, epos – სიტყვა, თხრობა და poieō – შექმნა), პოეტური ეპოსის, პოემის სახეობა, ვრცელ ამბავზე აგებული ეპიკური ჟანრის ნაწარმოები. მასში ასახულია დიდმნიშვნელოვანი ისტ. მოვლენები, გმირთა თავგადასავალი, რ-ებიც გაერთიანებულია საერთო კომპოზიციით. ე-ის ნიმუშებია: ჰომეროსის „ილიადა“, „ოდისეა“, ქართ. ლიტ-რაში – „ამირანდარეჯანიანი“, „ვეფხისტყაოსანი“. ე-ს ახასიათებს სიტუაციების სირთულე, პერსონაჟების სიმრავლე, მძაფრი დრამ. კონფლიქტები, ასახვის ფართო მასშტაბი და მრავალმხრივობა, რაც შუა საუკუნეების დასასრულიდან ნიშანდობლივი გახდა რომანისათვის. ჰეგელმა რომანს უწოდა ბურჟ. ეპოქის ეპოპეა. ე-ს უწოდებენ ისტ. რეალობაზე აგებულ პროზაულ ნაწარმოებსაც (ლ. ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“, კ. გამსახურდიას „დავით აღმაშენებელი“ და სხვ.).
ნ. ალანია