ერაძეები, ქართველ მესტვირეთა საგვარეულო ახლანდელი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარახეთში (XIX–XX სს.), ცნობილი არიან ზაქარია, მიხეილა, ოქრუა, ბართლომე, მაქსიმე, გრიგოლა, იობა, მინა, რევაზა, ნიკო, სოსიკა, სტეფანე, გლახუა, თედორე, მიხეილ, პავლე, კიკო, კიკოლა ე-ები. ისინი დადიოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში (ქართლი, კახეთი, ჯავახეთი, სამეგრელო, აფხაზეთი, იმერეთი, გურია) და მის ფარგლებს გარეთაც. ზოგიერთმა ქართულის გარდა იცოდა სხვა ენებიც (მიხეილმა – რუს. და აზერბ., პავლემ – აფხაზური, მინამ – სომხ.). სოფ. ფარახეთში გარდა ე-ისა, სხვა საგვარეულოებიდანაც იყვნენ ცნობილი მესტვირეები (ბურდილაძეები, გრძელიშვილები, მაგრაქველიძეები, ტაბუცაძეები, ტოგონიძეები, ბაკურაძეები და სხვ.).
ლიტ.: ცანავა ა., ქართული მესტვირული პოეზია, თბ., 1953.
მ. შილაკაძე