გუგავა ელდარ დავითის ძე

გუგავა ელდარ დავითის ძე (დ. 25. XI. 1943, ცაგერი), აგრონომი. სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1994).

1971 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინტი. 1978–85 იყო ამავე ინ-ტის ზოგადი მიწათმოქმედების კათედრის ასისტენტი, შემდეგ დოცენტი, 1985–2006 – საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის ბოტანიკის კათედრის გამგე, 2006-იდან – საქართვ. სახელმწ. აგრ. უნ-ტის ბიოლოგიის დეპარტამენტის უფროსი და სრული პროფესორი. ეწევა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას.

გ. მუშაობს სას.-სამ. კულტურების მოყვანის უახლესი ტექნოლოგიების შემუშავებაზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღების მიზნით. 2003-იდან მონაწილეობს სამეცნ. საგრანტო პროექტებში, უმეტესად კოორდინატორად და ჯგუფის ხელმძღვანელად.

გ. მრავალი სამეცნ. ნაშრომის (8 სახელმძღვანელო, 1 მონოგრაფია, 4 გამოგონება) ავტორია; მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (2006).

თხზ.: მცენარეთა ეკოლოგია, თბ., 2003; სამკურნალო მცენარეთა მოყვანა, თბ., 2005; ბოტანიკა, თბ., 2010.