ერეთო

ერეთო, სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გუდაურის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), მდ. მთიულეთის არაგვის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1960 მ, სტეფანწმინდიდან 53 კმ. 2002 აღწერით მუდმივი მოსახლ. არ არის. 1865 ე. შედიოდა მთიანი ოლქის ქვემო მლეთის სასოფლო თემში და ცხოვრობდა 14 კომლი. სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ნანგრევები.