ერეთოს ჩანჩქერი, ჩანჩქერი აღმოსავლეთ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდ. ერეთოსწყალზე (მთიულეთის არაგვის მარჯვ. შენაკადი), ყელის ვულკ. ზეგნის სამხრ.-აღმ. კიდეზე, ზ. დ. 2300 მ სიმაღლეზე. მდ. ერეთოსწყალი იწყება ყელის ზეგნის იმ ნაწილში, რ-საც არაგვისთავი ეწოდება. მისი სათავეებია მძლავრი წყაროები. მდინარე თავდაპირველად წყნარად გაედინება ლავური პლატოს ზედაპირზე, შემდეგ – ტროგულ ხეობაში მიედინება და მეფისკალოს ლავური ნაკადის აღმ. კიდეზე ჩანჩქერად ეშვება. ჩანჩქერის სიმაღლეა 45 მ, მოჩანს საქართველოს სამხ. გზიდან (შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში”).